ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" გადავა

31-08-2017, 20:29

როგორც ჩანს, ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება და სულ მალე მას კატალონიის "ბარსელონას" მაისურით ვიხილავთ.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა მიაღწია შეთანხმებას როგორც მერსისაიდულ მხარესთან, ასევე თავად ფეხბურთელთან. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" კოუტინიოს სანაცვლოდ 138 მილიონ ფუნტს გადაიხდის, რითაც 25 წლის ნახევარმცველი ნეიმარის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

უკანასკნელი ინფორმაციით, კოუტინიოს ტრანსფერს "ბარსელონა" ლონდონის დროით 23:00 (თბილისის დროით 02:00) საათზე დაადასტურებს. ფეხბურთელი კი კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე მოაწერს ხელს.

  • tsandro
  • 31 აგვისტო 2017 20:30
ძალიან დიდი ფასია :/

  • lovebarca
  • 31 აგვისტო 2017 22:18
ნეტა სიმართლე იყოს რა, მაგრამ უკვე თერთმეტის 10 წუთია, ველოდები გაოფიციალურება, გთხოვ კოუ გადმო რა გადმოოოოოოოოოოოოოოოო, ლიგასაც მოიგებ და ყველაფერს აბა რა გინდა მაგ ბანძ კლუბში ვერაფერს ვერ გიებ, გადმოოოოოოოოოოოოო რააააააააააააა შენ გენაცვაელ, დააჯვი ედ ლივერპულის ხელმძღვანელებს მაგ არაკაცებს, ფეხბურთელის სურვილი არაფრად ჩააგდეს.

  • S.Umtiti23
  • 1 სექტემბერი 2017 01:03
Barsas xelmdzgvanelebsac arafrad rom ar chaegdot neimaris survili super copas movigebdit

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით