ხოჭოლავას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული აღმოჩნდა

14-09-2017, 11:25

დიდი ხნის პაუზის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. საუბარია დავით ხოჭოლავაზე, რომელმაც საკუთარი პირველი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" წინააღმდეგ ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების მცველის "შახტარმა" საკუთარ მოედანზე კარგ ფორმაში მყოფი "ნაპოლი" 2:1 დაამარცხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება უშუალოდ ხოჭოლავას, იგი მოედანზე 91-ე წუთზე შეიყვანეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ძალიან მცირე, თუმცა წვლილი მაინც შეიტანა.

მომდევნო შეხვედრას დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.



  • beka10
  • 14 სექტემბერი 2017 11:26
წარმატებები დავითს

წარმატებები დავითს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვირკველიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა

დაგვიმეგობრდით