"ინტერის" წარმომადგენლები ბარსელონაში ჩავიდნენ

16-01-2018, 21:34

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის სერია ა-ში მოასპარეზე მილანის "ინტერის" მესვეურები კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელით, რაფინია ალკანტარათი არიან დაინტერესებულნი.

"ბარსას" დატოვების წინააღმდეგი არც ბრაზილიელი ფეხბურთელია. ამის მიზეზი არასათანადო სათამაშო დრო გახლავთ და შანსი, რომ ის "ნერაძურის" ვარიანტით დაინტერესდეს, საკმაოდ დიდია.

აღნიშნული წყაროს ჟურნალისტთა მტკიცებით, "ჯუზეპე მეაცას" ბინადარი კლუბის სპორტული დირექტორი პიერო აუსილიო ესპანეთს მოლაპარაკებების გასამართად ეწვია. სავარაუდოდ, მილანური კლუბის წარმომადგენელი ტრანსფერის გაჩარხვას მომდევნო დღეებში შეძლებს და დიდი ალბათობით, რაფინია იტალიაში გადაბარგდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 24 წლის ალკანტარა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია.



  • messi10
  • 16 იანვარი 2018 21:38
rafinia magari igrokia

ციტატა: ლუკა ალავიძე
rafinia magari igrokia

...მაგრამ შუშის! smirk

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით