“რეალი“ კლასიკოს დანაკლისით შეხვდება

1-04-2016, 17:07

ზინედინ ზიდანს კატალონიაში გამგზავრება შესაძლოა დიდი დანაკლისით მოუწიოს, იტყობინება ცნობილი გამოცემა Marca. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელ ვარჯიშზე ტონი კროოსმა ხესესთან შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო და მისი თამაში "ბარსას" წინააღმდეგ სათუოა. ასევე რაფაელ ვარანს ფეხის კუნთის პრობლემა აქვს, იგი დღევანდელ ვარჯიშს არ დასწრებია და ელ კლასიკოზე მისი თამაშიც ეჭვქვეშაა. შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება ელ კლასიკო, რომელსაც "კამპ ნოუ"-ს სტადიონი უმასპინძლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით