საქართველომ მარცხით დაიწყო

5-09-2016, 21:55

5 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ სტუმრებმა სწრაფად შეძლეს უპირატესობის მოპოვება და ბურთის გაკონტროლება.

ავსტრიელთა აქტიურობას მე-16 წუთზე გატანილი ბურთიც მოჰყვა. სტანდარტრულიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ზუსტი თავური მარტინ ჰინტერეგემა შეასრულა.

გაშვებული ბურთის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა რობერტ ალმერი კარგ ფორმაში იყო.  ტაიმის მიწურულს ავსტრიელებმა შეტევათა სერია განაახლეს და მარკ იანკომ ანგარიშის ორამდე გაზრდა შეძლო.

მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში პირველი ყვითელი ბარათიც ვიხილეთ. მთავარმა არბიტრმა პირველი გოლის ავტორი ჰინტერეგერი გააფრთხილა.

საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ყველაზე რეალური შანსი 64-ე წუთზე იყო, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

78-ე წუთზე ქართველებმა ანგარიში შეამცირეს. ჯანო ანანიძემ ბრწყინვალე დარტყა შეასრულა. ალმერი უძლური იყო.

გოლის შემდეგ საქართველომ საგრძნობლად უმატა. შექმნეს კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა წონასწორობის აღდგენა ვერ მოხერხდა.


საბოლოოდ, მუნდიალის შესარჩევი ციკლი ქართველებმა მარცხით დაიწყეს.

  • Beckhamfan
  • 5 სექტემბერი 2016 21:58
ამათ ხო არაფერი ეშველებათ რააა...

  • Sandro23
  • 6 სექტემბერი 2016 00:15
ძალიან ცოტა დაგვაკლდა ფრემდე. არ ვიმსახურებდით წაგებას

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით