ვაისი: "თამაშით კმაყოფილი ვარ"

5-09-2016, 23:12

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა პრეს-კონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაჯამა.

"ფეხბურთელებთან ზედმეტად ემოციურად არ მისაუბრია, რამეთუ მათი თამაშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჩემი დავალებები მათ უმეტესწილად შეასრულეს. ორი გოლი გავუშვით, ცენტრალური მცველისა და მეკარის პოზიციური შეცდომის შედეგად. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ყოველთვის ასე თამაშისა და მუშაობის შემთხვევაში, მომავალში აუცილებლად შეგვეძლება, რომ რაიმე დადებითს შევუქმნათ საფუძველი".

"არაერთი შანსი გვქონდა. არ გვითამაშია ცუდად და გვაქვს იმის საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი".

"რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, ამ ეტაპზე მას 20 წუთზე მეტის თამაში არ შეუძლია. თამაშის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ გუნდი გააკრიტიკო, მაგრამ ჩემი მოლოდინი იყო, რომ სხირტლაძე უფრო მეტს იბრძოლებდა ბურთისთვის და უფრო პროდუქტიული იქნებოდა. ოქრიაშვილმა კარგად შეასრულა თავისი მითითებები იმ პერიოდში, როდესაც ითამაშა. აგრეთვე, კარგად გამოიყურებოდა ჭანტურია".

  • Sandro23
  • 6 სექტემბერი 2016 00:16
არაუშავს. გვექნება შანსი აუცილებლად

  • Beckhamfan
  • 6 სექტემბერი 2016 00:23
rogorc yoveltvis kargad vitamashet da wavaget :D :D

  • imeda
  • 6 სექტემბერი 2016 13:17
ufro kargad da shetamashebulad vitamshet jer jerobit sheidzleba am jgufidan ver gavidet mara aseti tamashit europaze movxdet unda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით