UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“თუ ჩემი დამარცხება გსურთ, დარწმუნდით, რომ ყველა ასპექტი ადგილზე გაქვთ — შენი სტრაიკინგი ადგილზეა, შენი ჭიდაობა ადგილზეა, შენი ჯიუ-ჯიცუ ადგილზეა, შენი მენტალობა ადგილზეა, რადგან მე ყველაფერი ადგილზე მაქვს, მე შერეული საბრძოლო ხელოვნების ევოლუციას წარმოვადგენ”. - განაცხადა თოფურიამ.
საგულისხმოა, რომ თოფურია მსუბუქი წონის ქამარზე 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბებს.