მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ იორკში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო'მალი დაამარცხა.
დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო'მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა 34 წლის ქართველმა შეხვედრა .... მოიგო.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. ზედიზედ მათზე მეტი შეხვედრა მხოლოდ კამარუ უსმანსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.
ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ის ოთხ ყოფილ ჩემპიონს მოუგო.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ