ოფიციალურად - ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა მხოლოდ 1 შემთხვევაში შედგება ოფიციალურად - ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა მხოლოდ 1 შემთხვევაში შედგება » Footballnews ოფიციალურად - ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა მხოლოდ 1 შემთხვევაში შედგება
გათიშვა

ოფიციალურად - ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა მხოლოდ 1 შემთხვევაში შედგება

ოფიციალურად - ილია თოფურიასა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა მხოლოდ 1 შემთხვევაში შედგება
3 თვის და 3 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ილია თოფურიამ კონორ მაკგრეგორთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა:

კონორი ამბობს, რომ მაქსთან ჩხუბის შემდეგ ჩემთან ბრძოლა სურს? შეუძლებელია. ის ჯერ კიდევ ისეთ დონეზეა, რომელიც ჩემგან ძალიან შორს არის

ვფიქრობ, მან ჯერ ოქტაგონზე უნდა შეაბიჯოს, რამდენიმე რაუნდი ჩაატაროს და ძალები მოიკრიბოს. იმიტომ, რომ იცის - ჩემთან თუ იჩხუბებს, სერიოზულ ზიანს მიიღებს. მე მას ვატკენ

დღევანდელი კონორი რომ შემომთავაზონ, აუცილებლად უარს ვეტყვი. იმიტომ, რომ რეალურად რა სარგებელი მოაქვს ჩემთვის ახლანდელ კონორს? რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არიან ადამიანები, ვისაც ამ ორთაბრძოლის ნახვა სურს, მაგრამ მიმაჩნია, რომ არსებობს უამრავი სხვა ბრძოლა, რომელიც კონორთან მატჩზე ბევრად უფრო საინტერესო და სანახაობრივია.

თუმცა, თუ ის მაქს ჰოლოვეისთან კარგ გამარჯვებას მოიპოვებს და ამის შემდეგ კიდევ ერთ მოგებას მიითვლის, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს - ამბობს ილია.

გირჩევთ