დანა უაითმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ილიასა და გეიჯის ჩხუბი საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლა გახდა, მაგრამ წლის საუკეთესო ჩხუბიც იყო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ორთაბრძოლაც, რომელიც საკუთარი თვალით გინახავთ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამხელა აუტსაიდერი გამოვიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა.
მეორე რაუნდში ილიამ კორპუსში გეიჯის ისეთი დარტყმები მოარტყა... გეიჯი მათ გადაურჩა, შემდეგ კი ხელის მტკივნეული ილეთიდან და მახრჩობელა ილეთიდან დაიძვრინა თავი. ამ ჩხუბში ყველაფერი ნახეთ. ილია საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მოგვიწია, ის ოქტაგონიდან იქამდე გაგვეყვანა, სანამ გამარჯვებულის ხელს აღმართავდნენ.
ილიას დიდი ზიანი აქვს მიღებული. ექიმი არ ვარ, მაგრამ მისი თვალი ისეთ მდგომარეობაში იყო, მგონი ორბიტალური ძვალი აქვს გატეხილი. ზუსტად არაფერი ვიცი. მასთან მიმართებით ჩემი გეგმები ასეთია: „დაისვენოს, გამოჯანმრთელდეს, პაუზა აიღოს.“ მას მძიმე საღამო ჰქონდა და მინდა, კონდიციები ბოლომდე აღიდგინოს. მის მომდევნო ჩხუბზე არც კი ვფიქრობ. მინდა, სახლში წავიდეს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს.“
ცნობისთვის, თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლა საღამოს საუკეთესო ჩხუბად დაასახელეს, რაც ნიშნავს, რომ თითოეულმა მებრძოლმა 400 000 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღო.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ