ცარუკიანი არ ჩერდება - სომეხი აქვეყნებს, სქრინს თუ რა თანხა მოიგო ილიას მარცხით ცარუკიანი არ ჩერდება - სომეხი აქვეყნებს, სქრინს თუ რა თანხა მოიგო ილიას მარცხით » Footballnews ცარუკიანი არ ჩერდება - სომეხი აქვეყნებს, სქრინს თუ რა თანხა მოიგო ილიას მარცხით
გათიშვა

ცარუკიანი არ ჩერდება - სომეხი აქვეყნებს, სქრინს თუ რა თანხა მოიგო ილიას მარცხით

ცარუკიანი არ ჩერდება - სომეხი აქვეყნებს, სქრინს თუ რა თანხა მოიგო ილიას მარცხით
3 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.

თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება დღის ბოლო, მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.

ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.

ბრძოლას გამოეხმაურა არმან ცარუკიანიც, მან სქრინი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 5 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებით

გირჩევთ