აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვაშინგტონში, UFC Freedom 250-ის ღონისძიებაზე სავარაუდო თავდასხმა აღკვეთა. ინფორმაციას მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულია ხუთი პირი, ხოლო გამოძიებამ შესაძლო დანაშაულში ჩართული კიდევ 23 ადამიანი გამოავლინა.
FBI-ს ცნობით, თავდამსხმელები ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი დრონების გამოყენებას გეგმავდნენ და სურდათ UFC-ს ღონისძიებაზე იერიშის მიტანა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმელების მიზანი იყო მასობრივი არეულობის შექმნა და ხალხის წინასწარ შერჩეული მიმართულებით გაშვება, სადაც სნაიპერთა ჯგუფი იქნებოდა განთავსებული.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საფრთხის შესახებ 10 ივნისს მიიღო ინფორმაცია და პარტნიორ უწყებებთან ერთად დაიწყო მუშაობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოძიების მუშაობის საუკეთესო შედეგი იყო, ამ სამართალდამცავი გუნდისთვის ეს არც ისე უჩვეულოა – ჩვენ შექმნილი ვართ, რათა გამოვავლინოთ, ვუპასუხოთ და სასამართლოს წინაშე წარვადგინოთ ისინი, ვინც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი მოქალაქეების სიცოცხლეს, განსაკუთრებით ისეთი დიდი შეკრებების დროს, როგორიცაა ისტორიული UFC 250-ის ასპარეზობა. სწორედ ეს გავაკეთეთ აქ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს შესანიშნავ აგენტებსა და პარტნიორებს, სამუშაო გრძელდება და ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას“, – დაწერა სოცალურ ქსელში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ