UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. მიზეზი გახდა ჯორჯინას მიერ „ინსტაგრამ“ სთორიში გამოქვეყნებული ბიბლიური ციტატა, რომელსაც მან დამატებითი განმარტებაც დაურთო და რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
„სავლე წამოდგა მიწიდან და თუმცა თვალები გახელილი ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა“. - საქმეები 9:8
სამი დღის შემდეგ, მოწაფემ, სახელად ანანიამ, ილოცა მისთვის და მას მხედველობა დაუბრუნდა“.
ჯორჯინამ ბიბლიურ ციტატას განმარტებაც დაურთო: „ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად უფრო მეტად აღიქმება, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური მხედველობის დაკარგვა: ეს სიმბოლურად ნიშნავდა, რომ სავლე სულიერად იყო „ბრმა“ და სჭირდებოდა გაჩერება, რათა საგნები სულ სხვა კუთხით დაენახა, ვიდრე თავის გზას გააგრძელებდა. გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
აღნიშნულმა პოსტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ციტატა ზოგად სულიერ გზავნილს ატარებს და არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე მიმართული, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ირიბად ილია თოფურიასაც ეხებოდეს.
მიუხედავად ინტერპრეტაციების მრავალფეროვნებისა, არც ჯორჯინა უზკატეგუის თემაზე დამატებითი საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
ესპანური მედია წერს, რომ ქართველი მებრძოლს პირად ცხოვრებაში, ბოლო დროს პრობლემები ჰქონდა, კერძოდ განქორწინების სასამართლო პროცესები აწ უკვე ყოფილ მეუღლესთან, რომელთანაც საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწია.
განქორწინების შემდეგ თოფურიამ გარკვეული დროით დატოვა ესპანეთი და გადავიდა მაიამიში, სადაც ასევე ცხოვრობს მისი ყოფილი ცოლი შვილთან ერთად~
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ