• 15-07-2023
    ოფიციალურად: დეკლან რაისი "არსენალის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: დეკლან რაისი "არსენალის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" დეკლან რაისის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. "მეთოფეებმა" "ვესტ ჰემს" მათთვის სარეკორდო, 105 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

    ფიქსირებული თანხა 100 მილიონი ფუნტია, რომელსაც "ჩაქუჩები" მომდევნო 24 თვის განმავლობაში მიიღებენ. რაც შეეხება ბონუსებით დასაფარ 5 მილიონ ფუნტს, ყოველ ჯერზე, როცა "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა, დეკლანი კი მატჩების 60%-ს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, "ვესტ ჰემი" 1 მილიონს გამოიმუშავებს.

    "მადლობას ვუხდი "არსენალის" ყველა გულშემატკივარს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში ამ ტრანსფერზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელს, გინდა, ყველაფერი სწრაფად მოგვარდეს, რათა თავი დამკვიდრებულად იგრძნო.

    დღეს ჩემი პირველი დღე იყო "არსენალში" და თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში," - თქვა დეკლანმა.

    შეგახსენებთ, რომ რაისი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი გახდა.

    Facebook კომენტარები