18-09-2022

ქუთაისის “ტორპედოს” განცხადება

ავტორი
ქუთაისის "ტორპედომ" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
"18 სექტემბერს, 14:00 საათზე, ჯემალ ხერხაძის სახელობის ქუთაისის "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე, კლუბის პრეზიდენტი დავით კერესელიძე გულშემატკივრებთან შეხვედრას გამართავს და "ტორპედოს" ახალ გენერალურ დირექტორს წარადგენს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ.
ამასთან, კლუბი მოახდენს გულშემატკივრის გამგზავრებას, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მიმართულებით, სადაც 16:00 საათზე დაიწყება მატჩი, ქუთაისის "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის." - წერია განცხადებაში.
ტეგები:
Facebook კომენტარები