საფეხბურთო სტატისტიკის ანალიზის ყველაზე ცნობილმა სააგენტო Opta-მ შემოგვთავაზა სტატია, სადაც ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის სამი ფინალური მატჩისწინა პერიპეტიები და გუნდების შანსებია განხილული.
უელსი v პოლონეთისა და ისლანდია v უკრაინის მატჩები თავისთავად საინტერესოა, მაგრამ, რა გასაკვირია, ჩვენთვის პრიორიტეტული საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირებაა. აი, რას წერს Opta ამ ჯახის შესახებ:
"ხუთშაბათს საბერძნეთმა ყაზახეთი გაანადგურა, ანგარიშით 5:0 და C გზის პლეი ოფის ფინალის საგზური ასე მოიპოვა. ამ 5-დან 4 გოლი მათ შესვენებამდე გაიტანეს.
საქართველომ თბილისში ლუქსემბურგს მოუგო 2:0, თუმცა მატჩი მარტივი არ გამოსულა. მეორე ტაიმში სტუმრებს ეგონათ, რომ ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ გოლი გაუქმდა, რადგან ვიდეორეფერიმ ბოლო იმედის ჯარიმა შენიშნა ზუსტად იმ მომენტში, რომლის შემდეგაც ლუქსემბურგელთა შეტევა დაიწყო. წესების დამრღვევმა მაქსიმ შანომ წითელი ბარათი მიიღო, აქედან 7 წუთში კი ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.
ასე და ამგვარად, საქართველოს ოცნება, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდეს დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, ცოცხალი რჩება, ფინალში კი მათ თავიანთი მთავარი ვარსკვლავი, დისკვალიფიკაციამოხდილი ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდებათ.
საბერძნეთმა უკანასკნელი ორი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. 2004 წლის ჩემპიონი ამ ტურნირის ფინალურ ეტაპზე ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა და მეოთხედფინალამდე გააღწია.
სამშაბათს გასამართ მატჩს თბილისი უმასპინძლებს, რაც ქართველებს ხელმოსაჭიდს აძლევს. ბოლო 12 საშინაო მატჩიდან მათ მხოლოდ ერთი წააგეს - გასული წლის სექტემბერში ესპანეთთან განადგურდნენ, ანგარიშით 1:7. იქამდე მათ უკანასკნელი საშინაო მარცხი სწორედ ბერძნებმა აგემეს, 2021 წლის ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
საბერძნეთის ნაკრებს 2023 წლიდან მოყოლებული მარტო საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან (ორჯერ) აქვს წაგებული.
Opta-ს სუპერკომპიუტერმა მატჩის 10 000 სიმულაციის 42.3%-ში გამარჯვება ბერძნებს მიაკუთვნა. უიმედოდ არც საქართველოა, რომელიც შემთხვევების 32.3%-ში დარჩა გამარჯვებული. თამაშის დამატებით დროში გადასვლის შანსი 25.4%-ია, რაც თბილისის ხმაურიანი ატმოსფეროს გათვალისწინებით, ქართველთათვის მიუღებელი სულაც არ უნდა იყოს."
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა დაპირისპირება სამშაბათს, 26 მარტს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
