ვილი სანიოლი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო ვილი სანიოლი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო » Footballnews ვილი სანიოლი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო
გათიშვა

ვილი სანიოლი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო

ვილი სანიოლი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო
4 საათის და 38 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Passage à l'acte-ს პოდკასტში კანის მერს, დევიდ ლისნარდს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელიც 2027 წლის 18 აპრილს ჩატარდება:

„ჩვენ ვხედავთ, ახლა როგორი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციაა საფრანგეთში. არ მინდა უკიდურესობებს შორის (მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალები) მოვექცე და ვიფიქრო, რომ ქვეყანა განწირულია. ამას ვერ შევურიგდები. სწორედ ამიტომ გამოვუცხადე ლისნარდს მხარდაჭერა, რათა საზოგადოება კიდევ უფრო მეტად არ გაიხლიჩოს. დევიდში ის მხიბლავს, თუ რა უზარმაზარ შრომასა და თავდადებას დებს თავის საქმიანობაში. მას მკაფიო ხედვა აქვს და კარგად ესმის, რომ ეს ადვილი გზა არ არის.  

გამარჯვება ხშირად ხანგრძლივი, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და სწორედ ასე მიიღწევა. ვერ შევეგუები იმას, როგორ იშლება ქვეყანა ორი უკიდურესობით. მე არჩევანი გავაკეთე, რამეთუ მომბეზრდა ყოველ დილით წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით. ამიტომ გადავწყვიტე მოქმედებაზე გადავიდე და ლისნარდს გვერდში დავუდგე“.

გირჩევთ