ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა » Footballnews ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა
გათიშვა

ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა

ლიონელ მესი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დაუპირისპირდა
5 საათის და 36 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

მესი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას დაუპირისპირდა

გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას (AFA) ოფიციალური იურიდიული შეტყობინება გაუგზავნა და მოითხოვა, რომ მისი სახელი და გამოსახულება კომერციული მიზნებისთვის აღარ გამოიყენონ

გავრცელებული ცნობებით, არგენტინის ნაკრების კაპიტანი ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელების ქმედებებით უკიდურესად აღშფოთებულია

A24com-ის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, არგენტინის ნაკრების ორი ამხანაგური მატჩის შესახებ შეთანხმების დარღვევა გახდა

მატჩების სარეკლამო კამპანია ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მესი ორივე შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა არსად იყო ნათლად განმარტებული, რომ მისი მონაწილეობა მხოლოდ სტადიონის VIP-ლოჟიდან მატჩების ყურებით შემოიფარგლებოდა და მოედანზე არ გავიდოდა

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვითარებამ არგენტინის ნაკრების კაპიტანს არაერთი პრობლემა შეუქმნა, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

გირჩევთ