გიორგი მამარდაშვილი გარდაცვლილ მწვრთნელს ემოციური წერილით დაემშვიდობა  გიორგი მამარდაშვილი გარდაცვლილ მწვრთნელს ემოციური წერილით დაემშვიდობა  » Footballnews გიორგი მამარდაშვილი გარდაცვლილ მწვრთნელს ემოციური წერილით დაემშვიდობა 
გათიშვა

გიორგი მამარდაშვილი გარდაცვლილ მწვრთნელს ემოციური წერილით დაემშვიდობა 

გიორგი მამარდაშვილი გარდაცვლილ მწვრთნელს ემოციური წერილით დაემშვიდობა 
1 დღის და 19 საათის წინ
გიორგი არახამია

„ვალენსიას“ ლეგენდარული მეკარე და მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეგენდა, რომელმაც როგორც ფეხბურთელად, ისე მწვრთნელადაც წარუშლელი კვალი დატოვა, მუშაობდა „ვალენსიაში“, „ლივერპულში“ და ესპანეთის ნაკრებში — სადაც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობებიც მოიპოვა.

ვალენსიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ხოსე მანუელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა:

„ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ძალიან მოგვენატრები, თანამებრძოლო. მშვიდად განისვენე.“

გარდაცვალების შესახებ განცხადება მადრიდის რეალმაც გამოაქვეყნა — ოჩოტორენამ კლუბში ექვსი სეზონი გაატარა და არაერთი ტიტული მოიგო.

ლეგენდარულ მწვრთნელს გიორგი მამარდაშვილიც გამოემშვიდობა, რომლის კარიერულ წინსვლაშიც ოჩოტორენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა:

„ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე, აღარ არის ჩვენთან.

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, ნდობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც გამზარდა — არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი."

"შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ჩვენში, იმ იღბლიანებში, ვისაც შენგან სწავლა გვხვდა წილად."

"მშვიდად განისვენე, ოჩოტო.“ - წერს გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილის ემოციურმა სიტყვებმა გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად დიდი იყო ესპანელი სპეციალისტის წვლილი ქართველი მეკარის განვითარებაში.

FACEBOOK კომენტარები