ჰარი კეინი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავს — ინგლისელი შესაძლოა, ბარსელონაში გადავიდეს ჰარი კეინი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავს — ინგლისელი შესაძლოა, ბარსელონაში გადავიდეს » Footballnews ჰარი კეინი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავს — ინგლისელი შესაძლოა, ბარსელონაში გადავიდეს
გათიშვა

ჰარი კეინი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავს — ინგლისელი შესაძლოა, ბარსელონაში გადავიდეს

ჰარი კეინი „ბაიერნის“ დატოვებას განიხილავს — ინგლისელი შესაძლოა, ბარსელონაში გადავიდეს
2 დღის და 18 საათის წინ
გიორგი არახამია

ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი შესაძლოა მალე განხორციელდეს — ჰარი კეინი სერიოზულად ფიქრობს მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვებაზე.

ინგლისელ ფორვარდს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული სპეციალური პუნქტის წყალობით, მას შეუძლია გუნდი 57 მილიონ ფუნტად დატოვოს მომავალ ზაფხულს.

ბრიტანული მედიის ცნობით, კეინისადმი ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს. კატალონიელები მას თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად განიხილავენ და მზად არიან, მოთამაშეს მნიშვნელოვანი როლი შესთავაზონ კლუბის ახალ პროექტში.

მოგეხსენებათ, ჰარი კეინი "ტოტენჰემიდან" მიუხენის "ბაიერნში' 2023 წელს გადავიდა, ინგლისელმა ფორვარდმა გერმანელთა შემადგენლობაში 2024/25 წლების სეზონში ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.

FACEBOOK კომენტარები