"როცა გოლს ვიტან, გუნდელები ჩემზე ხუმრობენ, რადგან მოხუცი ვარ..." - გურამ კაშიას კომენტარი რაიო ვალეკანოს დამარცხებიის შემდეგ "როცა გოლს ვიტან, გუნდელები ჩემზე ხუმრობენ, რადგან მოხუცი ვარ..." - გურამ კაშიას კომენტარი რაიო ვალეკანოს დამარცხებიის შემდეგ » Footballnews "როცა გოლს ვიტან, გუნდელები ჩემზე ხუმრობენ, რადგან მოხუცი ვარ..." - გურამ კაშიას კომენტარი რაიო ვალეკანოს დამარცხებიის შემდეგ
გათიშვა

"როცა გოლს ვიტან, გუნდელები ჩემზე ხუმრობენ, რადგან მოხუცი ვარ..." - გურამ კაშიას კომენტარი რაიო ვალეკანოს დამარცხებიის შემდეგ

"როცა გოლს ვიტან, გუნდელები ჩემზე ხუმრობენ, რადგან მოხუცი ვარ..." - გურამ კაშიას კომენტარი რაიო ვალეკანოს დამარცხებიის შემდეგ
3 საათის და 31 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

კონფერენს ლიგის გასულ ტურში ბრატისლავის სლოვანმა რაიო ვალეკანო ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელების კარში პირველი გამათანაბრებელი გოლი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გაიტანა.

38 წლის მცველმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

"ჩემნაირი მოხუცი კაცი გოლს ხშირად ვერ იტანს. თანაგუნდელებს უხარიათ, როცა გოლს ვიტან. ჩემი გოლები ატმოსფეროსთვისაც კარგია, რადგან შემდეგ ისინი ჩემზე იხუმრებენ.

რაც შეეხება მატჩს, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ძალისხმევა არ დაიშურა. ეს არის ის, რაც წარსულში გვაკლდა, მაგრამ ახლა ეს ისევ დავინახე. დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი დღე იყო.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვეთამაშებოდით მაღალი ხარისხის მეტოქეს, რომელიც ესპანეთის ლიგის შუა ცხრილშია. როდესაც ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები, უნდა ელოდო, რომ ისინი შენს კართან შექმნიან გარკვეულ შანსებს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, რადგან მათ შეუძლიათ მომენტები შექმნან მადრიდის რეალისა და ბარსელონას წინააღმდეგაც.

ეს სამი ქულა დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ბოლო თვეების განმავლობაში კარგად ვერ ვთამაშობდით და ეს ვიცოდით. ჩემთვის ყველაზე დიდი პოზიტივი არის ის, თუ როგორ დაიხარჯა ყველა გამარჯვებისთვის", - განაცხადა კაშომ.

FACEBOOK კომენტარები