უცნობი ამბავი - როგორ იხსნა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა "ლიონი" უცნობი ამბავი - როგორ იხსნა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა "ლიონი" » Footballnews უცნობი ამბავი - როგორ იხსნა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა "ლიონი"
გათიშვა

უცნობი ამბავი - როგორ იხსნა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა "ლიონი"

უცნობი ამბავი - როგორ იხსნა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერმა "ლიონი"
23 საათის და 10 წუთის წინ
გიორგი არახამია

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალში“ გადასვლა ლიონისთვის არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური გადამწყვეტი მოვლენა გახდა.

ფრანგულმა გრანდმა ქართველი ფორვარდის გაყიდვით შეძლო DNCG-ის (საფრანგეთის საფეხბურთო ფინანსური კონტროლის ორგანო) მოთხოვნების შესრულება და ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა ტრანსფერის მთლიანი თანხა კლუბამდე არ მისულა.

მიქაუტაძის ტრანსფერის საერთო ღირებულება 32 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა „ლიონის“ ანგარიშზე მხოლოდ 22.5 მილიონი ჩაირიცხა.

დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა გადასახადებსა და „მეცის“ წილზე გაიყო — ამ უკანასკნელმა 2024 წელს ფეხბურთელის წინა ტრანსფერისას მოგების ნაწილი დაიტოვა.

Eagle Football Group-ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „ლიონის“ შემოსავალი მიმდინარე საფინანსო წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა — 66.1 მილიონიდან 70.8 მილიონ ევრომდე. 

ზრდის მთავარი წყარო სწორედ ზაფხულის გაყიდვები იყო, რომელთა შორის მიქაუტაძის ტრანსფერმა განსაკუთრებული წონა შეიტანა.

მიუხედავად ამისა, ლიონში ფინანსური სირთულეები კვლავ გრძელდება. დაახლოებით 10 მილიონი ევროს დაკარგვა რთულ ვითარებაში მყოფ კლუბზე მძიმედ აისახება, თუმცა შეთანხმებაში დადებითი პუნქტიც ჩაიწერა — ლიონს მომავალში მიქაუტაძის შესაძლო გაყიდვიდან მიღებული მოგების 10% დაებრუნება.

ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი მიქაუტაძე ევროპულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ქართველ მოთამაშედ იქცა.

FACEBOOK კომენტარები