• 06-12-2022
    მაროკო 0 (3) : 0 (0) ესპანეთი - "ფურია როხა" სახლში გაუშვეს
    [/xfgiven_playerads]
    მაროკო 0 (3) : 0 (0) ესპანეთი - "ფურია როხა" სახლში გაუშვეს
    Aa
    ბრაზილია 4:1 სამხრეთ კორეა - "სელესაო" დაფრინავს იაპონია 1:1 ხორვატია - პენალტებში ისევ ხორვატებმა გაიმარჯვეს

    მაროკოს ნაკრებმა საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე გააოცა, როცა ბელგიის, ხორვატიისა და კანადის კომპანიაში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა აფრიკელებმა მერვედფინალში კიდევ უფრო დიდი სენსაცია შემოგვთავაზეს - ასპარეზობას გამოთიშეს რა ესპანეთის ეროვნული გუნდი.


    მერვედფინალურ შეხვედრაში "ფურია როხამ" მეტოქეზე 4-ჯერ მეტი პასი გააკეთა, თუმცა სახიფათო მომენტებში ეს არ ასახულა. მაროკოს კართან ყველაზე დიდი ხიფათი ექსტრა-ტაიმების უკანასკნელ წამებზე შეიქმნა, როცა მიზანთან ახლოს პაბლო სარაბია იყო. "პსჟ-ს" გარემარბი იანიკ ბონოს კარს ახლო მანძილიდან უმიზნებდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.


    120 წუთის მანძილზე გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს, პენალტების სერიაში კი ზუსტად მხოლოდ მაროკოელები ურტყამდნენ. აბდელჰამიდ საბირიმ და ჰაკიმ ზიეჩმა თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს, პაბლო სარაბიამ, კარლოს სოლერმა და სერხიო ბუსკეტსმა კი ნაკრები დააღალატეს. გადამწყვეტი პენალტი აჩრაფ ჰაკიმიმ ულამაზეს სტილში დაარტყა და "ატლასის ლომები" მეოთხედფინალში გაიყვანა.


    ზედიზედ მესამე დიდი სანაკრებო ტურნირია, რაც ესპანეთის ნაკრები ასპარეზობას პენალტების სერიაში ეთიშება - 2018 წლის მუნდიალზე მათ რუსეთთან დათმეს მერვედფინალი, ევრო 2020-ზე კი იტალიასთან ნახევარფინალში წააგეს.


    აქვე შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე მაროკოელთა მეტოქე პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა ჯახში გაირკვევა. ეს მატჩი თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს.


    ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 44 667 მაყურებელი


    მაროკო 0:0 ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)


    მაროკო: ბონო; ჰაკიმი, აგერდი (ელ იამიქი 84), საისი, მაზრაუი (ატიატ-ალალი 82); უნაჰი (ბენუნი 120), ამრაბატი, ამალა (ჩედირა 82); ზიეში, ენ-ნესირი (საბირი 82), ბუფალი (ეზ აბდე 66)


    ესპანეთი: სიმონი; ლორენტე, როდრი, ლაპორტი, ალბა (ბალდე 98); გავი (სოლერი 63), ბუსკეტსი, პედრი; ფ. ტორესი (უილიამსი 75, სარაბია 118), ასენსიო (მორატა 63), დანი ოლმო (ანსუ ფატი 98)

    Facebook კომენტარები