“ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია” - ინტერვიუ ალექსანდრე ნარიმანიძესთან “ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია” - ინტერვიუ ალექსანდრე ნარიმანიძესთან » Footballnews “ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია” - ინტერვიუ ალექსანდრე ნარიმანიძესთან
გათიშვა

“ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია” - ინტერვიუ ალექსანდრე ნარიმანიძესთან

“ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია” - ინტერვიუ ალექსანდრე ნარიმანიძესთან
1 თვის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ლიგაში 2024 წლის სეზონი “იბერია 1999”-ის ტრიუმფით დასრულდა.

ამ გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და აღმოჩენა, 19 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე გახლდათ.

სანდრომ თავის კარიერაში მნიშველოვანი გადაწყვეტილება მიიღო და სლოვაკურ “ჟილინას” შეუერთდა.

ახალგაზრდა მცველმა ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და ახალი მიზნებისთვის მზადება დაიწყო.

სანდრო ნარიმანიძე წლების მანძილზე 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გამორჩეული ტალანტია და არ არის გამორიცხული უახლოეს წლებში ის ტოპ 5 ჩემპიონატში აღმოჩნდეს.

Footballnews-მა ჟილინაში მყოფ სანდრო ნარიმანიძესთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

– როგორ ფორმაში ხარ და როგორ გრძნობ თავს?

- ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ცოტა ადრე ჩამოვედი ჟილინაში, გუნდთან ერთად გავიარე შეკრება დუბაიში. თავს კარგად ვგრძნობ და მზად ვარ თამაშისთვის. 

– ტრანსფერს როგორ შეაფასებდი?

- რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებდი ტრანსფერს, ახლა ისეთ ასაკში და ფორმაში ვარ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატარა გუნდებიდან კარგი თამაშით დასახული მიზნის მიღწევა გახლავთ. ჩემი აზრით ჟილინა, რაც გავიცანი ახალგაზრდებით თამაშობს და ფეხბურთელების კარგ გუნდში გაშვებას ცდილობს. დასახული მიზნების მისაღწევად საკმაოდ კარგი ადგილია.


– სხვა შემოთავაზებებო თუ გქონდა?

- სხვა ქვეყნებიდანაც იყო შემოთავაზებები. ჟილინა იმიტომ ავირჩიე, რომ მწვრთნელთან უკვე კარგი ურთიერთობა მქონდა. ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, არც მქონდა სურვილი სხვა გუნდში წავსულიყავი. ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა მჭირდება და ეს გუნდი ამაში მეხმარება. 

– გურამ კაშიასთან თუ გქონდა კომუნიკაცია?

– კი გურამი ძალიან მაგარი პროფესიონალი და ადამიანია. ვესაუბრები ხოლმე მას და სულ საუკეთესო რჩევებს მაძლევს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

– ადაპტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?

- ადაპტაცია თავიდან ძნელია მაინც. მწვრთნელმა საკმაოდ კარგად იცის ინგლისური და ყველაფერს მიხსნის. სტაფმა და ფეხბურთელებმა კარგად მიმიღეს. ამ ეტაპისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუმცა ფეხბურთელისთვის შენი ქვეყნის დატოვება რთულია. პატარ-პატარა რაღაცეები გენატრება, მაგრამ ისეთი გარემო დამხვდა აქ, რომ ყველაფერს კარგად შევეგუე.

– იბერიასთან ერთად გატარებულ სეზონს როგორ შეაფასებ?

- სეზონი იბერიისთვის და ჩემთვის განსაკუთრებული გამოდგა. გუნდში ახალი აწეული ვიყავი, ნოემბერში ჩავატარე ჩემი სადებიუტო მატჩში. პირველივე სეზონში ჩემპიონობა მარტივი არ ყოფილა. ბოლოს 2018-შო გავხდით ჩემპიონები. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ ამ კლუბის მხრიდან, იბერიას ხელმძღვანელობა გვერდში დამიდგა. არანაირი დაბრკოლება არ გვქონია, დაბლოკვის მცდელობა არ ჰქონიათ. პრეზიდენტი სულ ცდილობდა ისეთი ნაბიჯი გადაგვედგა, რომ ორივესთვის სასიკეთო ყოფილიყო. ეს ჩემპიონობა ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. თანაც ისე გავხდით ჩემპიონები, რომ პატარა ჩავარდნა გვქონდა, თუმცა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ჩემთვის 2024 წელი წარმატებული გამოვიდა. მარტშიც ელიტ რაუნდი ვითამაშეთ U19-მა და მადლობა 2024 წელს.


– გიორგი მიქაძესა და ლევან კორღალიძეზე რას იტყოდი?

- გიორგი მიქაძე ძალიან მეგობრული მწვრთნელია და კარგად იცის მიდგომა. ყველანაირად გვერდში უდგას ახალგაზრდებს. მისი წყალობით, ახალ გუნდთან და ახალ ფეხბურთელებთან მიდგომა არ გამჭირვებია. ბევრი რამე ვისწავლე მიქაძისგან, რასაც ახლაც ვიყენებ. კორღალიძეს რაც შეეხება, ძალიან კარგი სპეციალისტია, ისეთ დროს მოვიდა გუნდში, როდესაც ზედიზედ 6 თამაში არ გვქონდა მოგებული. ამ ხასიათის გამოსწორება შეძლო კორღალიძემ. თუ გადახედავთ შედეგებს, ლევანის მოსვლის შემდეგ მხოლოდ 1 თამაში წავაგეთ ეროვნულ ლიგაში. მისიც ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან ბევრი ვისწავლე ლევანისგან. ეს ორი მწვრთნელი დამეხმარა განვითარებაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

– 17-წლამდე ნაკრებში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

– გიორგი ჩიტაურმა ისეთ პერიოდში ჩაიბარა ჩვენი ნაკრები რომ მაგ ასაკში ფეხბურთელს სხვანაირი მიდგომა ჭირდება. 15-17წლამდე. ის ყველა ფეხბურთელის მარტო მწვრთნელი არა საუკეთესო მეგობარი იყო .მის პერიოდში ძალიან ბევრი დაუვიწყარი მომენტები გამოვიარეთ. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ჩიტაურს დიდი როლი მიუძღვის ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და მისით ყოველთვის მადლიერი ვიქნები

– 19-წლამდე ნაკრებში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- ნაკრებში გატარებული პერიოდი ჩემთვის დაუვიწყარია. 19-წლამდე. 19-წლამდე ნაკრებში კაპიტანი ვიყავი და დიდი მოვალეობა მქონდა. ისეთი გუნდური და მეგობრული გარემო იყო, საერთოდ არ გამჭირვებია კაპიტნობა. ყველაზე კარგი და დადებითი მომენტები მქონდა, ძალიან სასიამივნოდ მახსენდება ეს ყველაფერი. ელიტ რაუნდში კი დასანანი მარცხი ვიწვნიეთ იტალიასთან, მაგრამ ეს ყველაფერი ტკბილ მოგონებებად დაგვრჩება მაინც. ყოველ დღე შეხვედრა, ურთიერთობა, თამაშები… რა თქმა უნდა, ვასილ მაისურაძეზეც ვიტყვი, რომ ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. 2011-ში ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა გუნდი და ნახევარფინალი ითამაშა.  ყოველ დღე ახალ რაღაცეებს გვიხსნიდა, გველაპარეკობოდა და გვაძლიერებდა. კაპიტანი როდესაც გავხდი, მესაუბრებოდა თუ როგორი თვისებები უნდა მქონოდა. რეები უნდა მესწავლა, ეს ყველაფერი კი ძალიან გამომადგა.


– 21-წლამდე ნაკრებთან ერთად სლოვაკეთში თამაშის ამბიცია თუ გაქვს?

- რა თქმა უნდა, ეგ ამბიცია რომელ ფეხბურთელს არ უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ მომენტში 21-წლამდე ნაკრების ევროპაზე ითამაშოს. ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებ ჟილინაში და როგორ მოვაწონებ თავს რამაზ სვანაძეს. რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმითვის, რომ ევროპის ჩემპიონატს ჩემს ახალ “სახლში” შევხვდე (ჟილინაში). იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დამთავრდება როგორც მე მინდა, თუმცა თუ ასე არ მოხდება, ცხადია, ჩვენი ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიქნები და სლოვაკეთში შევხვდები მათ.

– ფეხბურთის თამაში რამდენი წლის ასაკში დაიწყე?

- 1 წლიდან ფეხბურთის ბურთი არ მომიშორებია. ყველგან ბურთით დავდიოდი. 5 წლის ასაკიდან დავიწყე საბურთალოში თამაში და მთელი ეს პერიოდი ამ გუნდში გავატარე. 

– რა არის შენი ოცნება?

- ჩემი მთავარი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. ასევე მინდა ტოპ 5 ლიგაში თამაში. პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში თამაშს მივანიჭებდი უპირატესობას. დიდი სიამოვნებით ვიასპარეზებდი ლივერპულში ან ბაიერნში. 


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ