დიდი მატჩი ჯერ წინაა - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის იბერია ევროპის ლიგის პლეი ოფში დიდი მატჩი ჯერ წინაა - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის იბერია ევროპის ლიგის პლეი ოფში » Footballnews დიდი მატჩი ჯერ წინაა - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის იბერია ევროპის ლიგის პლეი ოფში
გათიშვა

დიდი მატჩი ჯერ წინაა - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის იბერია ევროპის ლიგის პლეი ოფში

დიდი მატჩი ჯერ წინაა - ცნობილია, ვის შეხვდება თბილისის იბერია ევროპის ლიგის პლეი ოფში
56 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონმა ჩრდილოეთირლანდიურ გუნდთან სტუმრად 0:0 ითამაშა. საპასუხო მატჩისთვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვახო ბედოშვილი, რომელმაც პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. „მიხეილ მესხზე“ მისულმა 17 ათასამდე გულშემატკივარმა მძიმე ბრძოლა იხილა.

„იბერია“ ფრთხილად თამაშობდა და დაცვას აქცევდა ყურადღებას, თუმცა მომენტებსაც ქმინდა და 74-ე წუთზე ანგარიში გახსნა. გოლი ვახო ბედოშვილმა გაიტანა. სტუმრებმა ორ წუთში სიმპსონის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.

გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი 102-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა დააწინაურა, მან ანდრია ბართიშვილის გადაცემა გამოიყენა.

ამ გამარჯვებით „იბერია“ უეფა-ს ევროპის ლიგის პლეიოფში გავიდა და, ამავდროულად, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართულმა გუნდმა ბოლოს უეფა-ს საკლუბო ტურნირის მთავარ ეტაპზე 2004 წელს ითამაშა, მაშინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.

ევროპის ლიგის პლეიოფში „იბერიის“ მეტოქე პოლონურ „იაგელონიასა“ და შოტლანდიურ „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება.

FACEBOOK კომენტარები