ქულები საქართველოს - იბერიის გამარჯვებამ ქვეყანა უეფა-ს რეიტინგში დააწინაურა ქულები საქართველოს - იბერიის გამარჯვებამ ქვეყანა უეფა-ს რეიტინგში დააწინაურა » Footballnews ქულები საქართველოს - იბერიის გამარჯვებამ ქვეყანა უეფა-ს რეიტინგში დააწინაურა
გათიშვა

ქულები საქართველოს - იბერიის გამარჯვებამ ქვეყანა უეფა-ს რეიტინგში დააწინაურა

ქულები საქართველოს - იბერიის გამარჯვებამ ქვეყანა უეფა-ს რეიტინგში დააწინაურა
3 საათის და 21 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

უეფას ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის იბერია 1999-მა დამატებით ტაიმებში დაამარცხა ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნი 2:1 და პლეი ოფში გავიდა.

ახლა იბერიას მეტოქე ან პოლონური იაგელონია იქნება, ან გლაზგო რეინჯერსი. პირველი თამაში პოლონეთში იაგელონიამ 2:1 მოიგო, საპასუხო მატჩი შოტლანდიაში 13 აგვისტოს გაიმართება.

რაც მთავარია, იბერიამ ამ გამარჯვებით უკვე გაინაღდა, სულ მცირე, უეფას კონფერენსლიგის ლიგის ეტაპი. ეს უეფას ფორმატის დამსახურებაა, რადგან პლეი ოფში დამარცხების შემთხვევაში, გუნდი უეფას კონფერენსლიგაზე გადავა, თანაც ძირითად ეტაპზე.

გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - ამ გამარჯვებით იბერია 1999-მა +0.250 ქულა შემატა ქართულ ყულაბას. შესაბამისად, LIVE რეიტინგში საქართველო ახლა უკვე 50-ე ადგილზეა.

თუ ამ ადგილს შეინარჩუნებს, საქართველო 2028 წლის ზაფხულიდან დაიბრუნებს ევროთასებზე 4 საგზურს, რომელსაც მომავალი წლისთვის დაკარგავს. თეორიულად, საქართველოს გადასწრება მხოლოდ ისევ ჩრდილოეთ ირლანდიას შეუძლია, რადგან გავარდნილი ლარნი ახლა უეფას კონფერენსლიგის პლეი ოფში ითამაშებს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ