"ვალენსია" მამარდაშვილს სპეციალურ გაცილებას მოუწყობს - მედიაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა "ვალენსია" მამარდაშვილს სპეციალურ გაცილებას მოუწყობს - მედიაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა » Footballnews "ვალენსია" მამარდაშვილს სპეციალურ გაცილებას მოუწყობს - მედიაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა
გათიშვა

"ვალენსია" მამარდაშვილს სპეციალურ გაცილებას მოუწყობს - მედიაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა

"ვალენსია" მამარდაშვილს სპეციალურ გაცილებას მოუწყობს - მედიაში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა
1 დღის და 10 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილისა "ვალენსიას" 4-წლიანი ისტორია სრულდება.

მამარდა უმაღლეს დონეზე ადის და სათამაშოდ "ლივერპულში" მიდის, სადაც ჯერ-ჯერობით გარანტირებული არაფერია, ამას მომავალში ყველა ერთად გავიგებთ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველ მეკარეს ქომაგები ბოლო საშინაო მატჩში სპეციალურ გაცილებას მოუწყებენ.

18 მაისს "ღამურები" "მესტალიაზე" "ატლეტიკ ბილბაოს" უმასპინძლებენ, შეხვედრის შემდეგ კი გულშემატკივრება მამარდას გამოემშვიდობებიან.

ქართველი მეკარე ვალენსიაში მისვლის დღიდანვე ძალიან შეიყვარეს, მან ამ კლუბთან ერთად ისტორია დაწერა და ერთმანეთს არასდროს დაივიწყებენ.

მამარდას განვითარებაში ამ კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა, რთულია ენდო სრულიად უცხო ქვეყნიდან ჩასულ 21 წლის ბიჭს, თუმცა ხოსეპ ბორდალსის ამ ნდობამ გაამრთლა.

პირველივე სეზონში იყო რთული პერიოდი, როცა ცუდი მატჩის შემდეგ მამარდას რამდნიმე თვე თამაში არ უწევდა, თუმცა გიორგიმ მტკიცე ხასიათი გამოაჩინა და გამოცდილი იასპერ სილესენი მეორე მეკარედ აქცია, რომლისგანაც, როგორც თვითონ ამბობს ბევრი ისწავლა.

ასეა თუ ისეა, გასახსენებელი ბევრია, ტკიბლიც და მწარეც, მამარდაშვილმა "ვალენსიას" ქომაგს ბევრი მოგონება აჩუქა, ამის საპირისპიროდ კი "მესტალიაზე" გამართულ ბოლო მატჩში ქართველს დიდ გაცილებას მოუწყობენ.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსია" და ქართული ფეხბურთი ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშირა.

FACEBOOK კომენტარები