სამი თვე ხელფასის გარეშე! - უდიდესი სირცხვილი საქართველოს ჩემპიონატში სამი თვე ხელფასის გარეშე! - უდიდესი სირცხვილი საქართველოს ჩემპიონატში » Footballnews სამი თვე ხელფასის გარეშე! - უდიდესი სირცხვილი საქართველოს ჩემპიონატში
გათიშვა

სამი თვე ხელფასის გარეშე! - უდიდესი სირცხვილი საქართველოს ჩემპიონატში

სამი თვე ხელფასის გარეშე! - უდიდესი სირცხვილი საქართველოს ჩემპიონატში
2 საათის და 48 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

Geo Goal-ის ინფორმაციით, სამტრედიას ფეხბურთელებს 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ… საუბარია ნოემბერისა დეკემბრის დავალიანებაზე…

როგორც ირკვევა, ფეხბურთელებმა არ იციან კონკრეტული ვადა თუ როდის მიიღებენ კუთვნილ ხელფასს.

გარდა ამისა, დინამო თბილისის ფეხბურთელებიც ახალ წელს ხელფასის გარეშე იქნებიან. წყაროს ცნობით, დინამო თბილისში 3 თვეა ხელფასი არ დარიგებულა. 

იწერება, რომ კლუბს სახელფასო დავალიანება 25 დეკემბერს უნდა დაეფარა, თუმცა ვადა გადაწიეს.. ბოლო ვადა ხელფასების დარიგების დღეს 29 დეკემბერს იყო, თუმცა არც ამჯერად ჩარიცხულა ხელფასები…

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩარიცხავს კლუბი სახელფასო დავალიანებებს.

FACEBOOK კომენტარები