სკაუტები "იბერიას" მატჩზე - ვინ აკვირდებოდა ანდრია ბართიშვილს სკაუტები "იბერიას" მატჩზე - ვინ აკვირდებოდა ანდრია ბართიშვილს » Footballnews სკაუტები "იბერიას" მატჩზე - ვინ აკვირდებოდა ანდრია ბართიშვილს
გათიშვა

სკაუტები "იბერიას" მატჩზე - ვინ აკვირდებოდა ანდრია ბართიშვილს

სკაუტები "იბერიას" მატჩზე - ვინ აკვირდებოდა ანდრია ბართიშვილს
58 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

DailyMail-ის ცნობით, ლონდონის „არსენალის’’ სკაუტები ჩრდილოეთ ირლანდიაში იმყოფებოდნენ, „ლარნი’’ – „იბერიას’’ მატჩს დაესწრნენ. 

რა თქმა უნდა, ინტერესის ობიექტი „იბერიას“ მაღალი შეფასების მქონე ქართველი შემტევი ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილია. 

ანდრიამ ჩრდილოთ ირლანდიაში საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, ჩრდილში იყო და მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკომ შეცვალა. 

Daily Mail-ი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, 17 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პსჟ-ც იჩენს. 

მიმდინარე წლის ივნისში BBC იუწყებოდა, რომ „მეთოფეები'' ანდრიას თაობაზე ოფიციალურ წინადადებას ამზადებდნენ. ასევე, ბართიშვილს მიმართ ინტერესი „ლივერპულმა'' და „იუვენტუსმა'' გამოხატეს. 

2027 წლის 18 მარტს ბართიშვილი 18 წლის გახდება და ევროპაში თამაშის უფლება ექნება. რადგან ანდრია ევროკავშირის მოქალაქე არაა, 18-წლამდე ევროპულ კლუბში ოფიციალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასე რომ, 18 წლამდე საქართველოში ითამაშებს. 

FACEBOOK კომენტარები