5 მიზეზი რატომაც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა 5 მიზეზი რატომაც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა » Footballnews 5 მიზეზი რატომაც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა
გათიშვა

5 მიზეზი რატომაც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა

5 მიზეზი რატომაც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა
1 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოსა და ისრაელს შორის გამართული ამხანაგრუ მატჩი ფრედ. 2:2 დასრულდა.

ჩვენი გუნდი მეტოქეს ანგარიშით 2:0 ამარცხებდა, თუმცა სულ რაღაც 4 წუთში ორი გოლი მივიღეთ და მატჩის საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა.

მიუხედავად იმ ორი გატანილი გოლისა, ჯვაროსნების თამაში არც გაშვებულ გოლებამდე იყო კარგი.

გთავაზობთ 5 მიზეზს რის გამოც საქართველომ ისრაელი ვერ დაამარცხა:

1. ვილი სანიოლის ტაქტიკა - უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ვილიმ საქართველოს ეროვნულ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. გასულ წელს ფრანგმა გუნდის 4 მცველზე გადაწყობა სცადა, ახლა კი ისევ 5 მცველით ითამაშა. ასევე გასაკვირი იყო, გიორგი გოჩოლეიშვილი თადარიგში დატოვებაც.

2. სამი დებიუტანტი დაცვის ხაზში - გიზი მამაგეიშვილი, ლუკა გადრანი და ილია ბერიაშვილი, სამივე მათგანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ისრაელთან შედგა, რა საკვირველია დებიუტი ყოველთვის რთული სათამაშოა და განსაკუთრებით მაშინ, როცა 3 ახალი შეუთამაშებელი ფეხბურთელი დაცვის ხაზში დგას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გიზის თავისთვის უჩვეულო მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოუწია თამაში.

3. ზურიკო დავითაშვილი - სენტ-ეტიენის ქართველი შემტევი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, თუმცა ვილიმ ისიც სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე 56-ე წუთზე გამოიყვანა. შესაძლოა, სწორედ ახლა იყო 4-3-3-ის დრო და წინ კვარა, ჟორჟი ზურიკოს ტრიოს დაყენების საშუალება, თუმცა სანიოლმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

4. განაპირა მცველები - ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ გიზი მამაგეიშვილმა უჩვეულო მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, მარცხნივ კი გიორგი წიტაიშვილი იდგა, რომელიც მეცში შეტევაში თამაშობს, ნაკრებში კი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხშირად იტვირთება, თუმცა თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ამ დროს კი სკამზე გვყავს გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, რომლებიც აღნიშნულ პოზიციებს ზუსტად შეესაბამებიან. გასაგებია, რომ ვილი აზაროვს დიდად არ ენდობა, თუმცა თუ ამხანაგურ მატჩში რაღაცების დატესტვის დროა, რატომ არა ირაკლი, რომელმაც ბოლო ბულგარეთთან შესანიშნავად ითამაშა.

5. ოთარ კიტეშვილი - იუბილარი კიტე მოედნიდან ნაადრევად გავიდა. ის 56-ე წუთზე ზურიკომ შეცვალა. როგორც გაირკვა ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ლიეტუვასთან არ იქნება. მისი გასვლის შემდეგ ცენტრი ძალიან ჩავარდა, თან არც ქოჩორაშვილი და არც ჩაკვეტაძე გვყავდა. ოთო ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ფიგურაა და მისი დანაკლისის შევსება შეუძლებელია.

FACEBOOK კომენტარები