ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში იბერია 1999 მალმიოს წინააღმდეგ 1:3 და,არცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა:
"რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია. ვფიქრობ, რომ ეს ის თამაში არ იყო, რომელიც ასეთი ანგარიშით უნდა წაგვეგო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს.
მიმაჩნია, რომ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოვაჩინეთ. დარწმუნებული ვარ, მეტი რესურსი გვაქვს. ყველა მოთამაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მაგრამ ყველაფერზე პასუხიმგებლობა მე მეკისრება.
არ მჩვევია მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ასეთი მსაჯობა იშვიათად მინახავს – გადამწყვეტ მომენტებში ყველა საკამათო ეპიზოდი ჩვენ წინააღმდეგ გადაწყდა. თუმცა, ვიმეორებ – ყველა დარტყმას საკუთარ თავზე ვიღებ.
შევთანხმდეთ, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, თუმცა სისუსტეებიც აქვს. იმედია, რაც საქართველოში ვერ მოვახერხეთ, შვედეთში შევძლებთ – უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.
გუნდის ჩამოყალიბება ადვილი არ არის. ორი ლეგიონერი ახლახან შემოგვიერთდა და ჯერ შესათამაშებლები არიან. ისინი ჯერ სრულ მზადყოფნაში არ არიან, მაგრამ კარგია, რომ მოედანზე გამოსვლისას თამაშში გარდატეხა შეიტანეს“, - თქვა ლევან კორღალძემ.
 ლეგიონერები
 დინამო თბილისი
 დინამო ბათუმი
 იბერია 1999
 გაგრა
 ტორპედო
 თელავი
 სამგურალი
 დილა
 ჩემპიონთა ლიგა
 ევროპა ლიგა
 კონფერენს ლიგა
 პრემიერ ლიგა
 ერთა ლიგა
 ლა ლიგა
 სერია ა
 ბუნდესლიგა
 ლიგა 1
 ერედივიზიონი
 მანჩესტერ იუნაიტედი
 ლივერპული
 მანჩესტერ სიტი
 ჩელსი
 არსენალი
 ტოტენჰემი
 რეალი
 ბარსელონა
 ატლეტიკო
 სევილია
 ვალენსია
 იუვენტუსი
 ნაპოლი
 მილანი
 ინტერი
 რომა
 ლაციო
 ბაიერნი
 დორტმუნდი
 ლაიფციგი
 პსჟ
 ლიონი
 მონაკო
 მარსელი
 აიაქსი
 ბენფიკა
 პორტუ
