მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში, ქვეყნის ჩემპიონი - იბერია 1999, დიღომში ბაზის მშენებლობას იწყებს.
კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა სიახლე გულშემატკივარს საქართველოს პირველი არხის ეთერით დაუდასტურა:
“დროა უკვე, რომ ჩვენ ჩვენი სივრცე გვქონდეს.
სათამაშო მინდორს 2 000 მაყურებელზე ავაშენებთ, ამიტომ ალბათ, საშინაო მატჩებს მაინც კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე ჩავატარებთ, ვინაიდან, იმედი გვაქვს, რომ 5 000-ზე მეტი მაყურებელის მოზიდვას შევძლებთ, უშუალოდ ამ ახალ აშენებულ სტადიონს კი მეორე გუნდს დავუთმობთ. თუ რომელიმე კლუბს დასჭირდება, ამ ახალ სტადიონზე, მათაც სიამოვნებით ვათამაშებთ, გაგვიხარდება, თუ ეს ახალი სტადიონი ქართული ფეხბურთის სამსახურში იქნება“.
“მარტის ბოლოს ან აპრილში, ჩვენი ბაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს, წლის ბოლოს, წესით, პირველი სავარჯიშო მოედანი უნდა გვქონდეს, ხოლო 2-3 წელში - საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია, საკუთარი სტადიონით და ინფრასტრუქტურით.
სულ ხუთი მოედანი იქნება: 3 - ბუნებრივსაფარიანი და 2 - ხელოვნური.
ვგეგმავთ სასტუმროს მოწყობსაც, როგორც უშუალოდ შეკრებებისთვის, ისე იმ გუნდებისთვის, რომლებიც ტურნირებზე გვეწვევიან.
ამავე ლოკაციაზე, გეგმაშია მუზეუმის და ფან-შოპის მოწყობაც.
ეს ყველაფერი დიღომში, ოლიმპიურ სოფელში იგეგმება”.
წყარო: 90 წუთი
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ