იაგელონიის მწვრთნელი: "იბერია შედარებით სუსტი მეტოქეა?" იაგელონიის მწვრთნელი: "იბერია შედარებით სუსტი მეტოქეა?" » Footballnews იაგელონიის მწვრთნელი: "იბერია შედარებით სუსტი მეტოქეა?"
გათიშვა

იაგელონიის მწვრთნელი: "იბერია შედარებით სუსტი მეტოქეა?"

იაგელონიის მწვრთნელი: "იბერია შედარებით სუსტი მეტოქეა?"
1 საათის და 29 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

20 აგვისტოს 20:00 საათზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იბერია 1999 იაგელონიასთან პირველ მატჩს გამართავს.

მატჩის წინა დღეს იაგელონიის მთავარმა მწვრთნელმა ქართულ კლუბზე ისაუბრა:

"ეს ორმატჩიანი დაპირისპირება უფრო იოლი იქნება ჩვენი გუნდისთვის, ვიდრე დუელი გლაზგო რეინჯერსთან? "უფრო იოლი" ის სიტყვები არ არის, რომლებიც ამ კონკრეტულ მაგალითს შეეფერება. განსხვავებული ნამდვილად იქნება, რადგან ჩვენი ახალი მეტოქეა განსხვავებული, განსხვავებული მახასიათებლებით. სხვა მეტოქე არ ნიშნავს მარტივს".

"ის ფაქტი, რომ ორი დაპირისპირებული გუნდი ოცნებობს ევროპალიგაზე გასვლას, ამ შეხვედრას ძალიან ღირებულს ხდის, მაგრამ ასევე - რთულს. უბრალოდ, არ შეიძლება ელოდო, რომ ეს დუელი ადვილი იქნება და რაღაც, კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი იოლად მოხდება. ჩვენ რთულ ორ მატჩს ველით".

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში კარგი განწყობით გავფრინდეთ, მაგრამ ამ დუელის საბოლოო შედეგი მხოლოდ ორი მატჩის დასრულების შემდეგ გადაწყდება და არა მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაში".

FACEBOOK კომენტარები