წყალტუბოში ახალი 6000-მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - პროექტი ოფიციალურად დადასტურდა.
წყალტუბოს სამგურალის ოფიციალური გვერდი წერს:
"სასიამოვნო სიახლე წყალტუბოელებისთვისა და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებისთვის - წყალტუბოს მალე თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ექნება!
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქში UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი, 6000 მაყურებელზე გათვლილი ახალი, თანამედროვე დიზაინის სტადიონი აშენდება.
პროექტი უკვე დამტკიცებულია, ხოლო მშენებლობა ( პროექტირების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო ტენდერი) 2026 წლის აგვისტო-სექტემბერში დაიწყება. საერთო ჯამში სტადიონის მშენდებლობაზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.
,,წყალტუბო არენა" - ახლანდელი 26 მაისის სახელობის სტადიონის ადგილზე აშენდება.
სტადიონის პროექტის დამტკიცების პროცესში განსაკუთრებული როლი ითამაშა წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტმა მიხეილ იაშვილმა.
მისი აქტიური ჩართულობისა და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს დაინტერესება და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.
მიხეილ იაშვილის ინიციატივამ და ქალაქის ხელმძღვანელობის ჩართულობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ წყალტუბომ მოიპოვა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენების შესაძლებლობა — პროექტი, რომელიც არა მხოლოდ კლუბის, არამედ მთელი რეგიონის სპორტული განვითარების ახალ ეტაპად იქცევა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში არქიტექტურულმა კომპანია - „Studio 9“-მ გაიმარჯვა.
ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲘᲜᲤᲠᲐᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐ
პროექტის მიხედვით სტადიონზე მოეწყობა ძირითადი საფეხბურთო მოედანი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურით, ხელოვნური მოედანი მოყვარული ფეხბურთელებისთვის, ასევე მრავალი დამატებითი სივრცე, რომლებიც სპორტულ და დასასვენებელ აქტივობებს შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა კომერციულ და საზოგადოებრივ ზონებს. გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე გაკეთდება პადელის კორტები, ტრენაჟორების დარბაზი, სარბენი ბილიკი აღმართით, ღია სავარჯიშო სივრცე და თანამედროვე საბავშვო გასართობი მოედანი (60X40 -ზე).
სტადიონის შიდა და გარე სივრცეები UEFA-ს რეგლამენტებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ტექნიკურად სრულყოფილ გარემოს როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის.
ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡᲝᲑᲐ UEFA-Ს ᲣᲐᲮᲚᲔᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲗᲐᲜ
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ელემენტი, რომელიც განსაზღვრულია UEFA Stadium Infrastructure Regulations (2025) დოკუმენტით.
მათ შორისაა მოთამაშეთა, ოფიციალური პირებისა და მედიისთვის განკუთვნილი სივრცეები, თანამედროვე სანიტარიული კვანძები, კვების ობიექტები და ტურნიკეტები.
სტადიონი აღიჭურვება UEFA-ს მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო და ანტიდოპინგური ინფრასტრუქტურით, ხოლო ტრიბუნები და ევაკუაციის გზები შემუშავებულია „Green Guide“ (6th edition)-ის პრინციპების შესაბამისად.
მთავარი მოედანი იქნება სტანდარტული ზომის — 105x68 მ, შესაბამისი ტექნიკური ზონებითა და თანამედროვე LED მონიტორებით.
ᲛᲔᲓᲘᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲣᲬᲧᲔᲑᲚᲝᲑᲐᲖᲔ ᲝᲠᲘᲔᲜᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა მედიისა და მაუწყებლობის სივრცეების ოპტიმიზაცია.
სტადიონი აღიჭურვება სპეციალური შესასვლელებით, პრესისა და ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი სამუშაო ზონებით, პრესკონფერენციის დარბაზით, გარე ტექნიკური ზონით და UEFA Lighting Guide (2023) სტანდარტების შესაბამისი განათებით, რაც უზრუნველყოფს HD მაუწყებლობისთვის საჭირო პირობებს.
ᲬᲧᲐᲚᲢᲣᲑᲝᲡ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲝ
VIP ზონები დაიგეგმა მრავალფუნქციური გამოყენების მიზნით — როგორც მატჩების დღეებში, ისე სხვა სახის ღონისძიებებისთვის.
სტადიონი იქცევა ქალაქის ახალი განვითარების სიმბოლოდ — სივრცედ, რომელიც აერთიანებს სპორტს, არქიტექტურას და საზოგადოების აქტიურ ცხოვრებას.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სტადიონი შეესაბამება UEFA -ს მე- 3 კატეგორიის მოთხოვნებს, მისი ინფრასტრუქტურა ადაპტირებადია მე- 4 კატეგორიის სტანდარტამდე.
ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ წყალტუბომ მომავალში უმაღლესი დონის საერთაშორისო მატჩებსა და ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ასე რომ, პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი სტადიონი წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მრავალფუნქციურ სივრცედ იქცევა."
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ





