VIDEO: მე-4 ლიგაში მსაჯს ფეხბურთელის გაძევება დაავიწყდა VIDEO: მე-4 ლიგაში მსაჯს ფეხბურთელის გაძევება დაავიწყდა » Footballnews VIDEO: მე-4 ლიგაში მსაჯს ფეხბურთელის გაძევება დაავიწყდა
გათიშვა

VIDEO: მე-4 ლიგაში მსაჯს ფეხბურთელის გაძევება დაავიწყდა

VIDEO: მე-4 ლიგაში მსაჯს ფეხბურთელის გაძევება დაავიწყდა
1 საათის და 31 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

ლიგა 4-ის 27-ე ტურის შეხვედრაში „ვესტ ჯორჯიასა“ და „ტორპედო 2-ს“ შორის უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.

„ვესტ ჯორჯიას“ 20-ნომრიანმა ალბერტ მადოიანმა 5-წუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა მთავარ მსაჯს ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება დაავიწყდა და ის მეორე ტაიმის დასაწყისშივე გუნდმა შეცვალა.

სფფ-ის რეგლამენტის თანახმად, მატჩის შედეგი გაუქმებულია და შეხვედრა 24 ნოემბერს თავიდან გაიმართება.

შესაბამისად, „ვესტ ჯორჯია“ ლიგა 3-ში დაწინაურებულად ამ ეტაპზე აღარ ითვლება. მესამე ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კი ყველაფერი დარჩენილ ტურებში გადაწყდება


გირჩევთ